Wednesday, June 30, 2010

გამოკითხვის გზით მოსახლეობის ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა



1. პროექტის სახელი: გამოკითხვის გზით მოსახლეობის ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა.
2. პროექტის მიზანი:გამოკითხვის გზით ინფორმაციის შეგროვება.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები წინასწარ გეგმავენ, თუ ვინ უნდა გამოკითხონ პროექტისთვის ამზადებენ შემდეგ სავარაუდო კითხვებს: 1.არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ბირთვული იარაღის არსებობა? 2.თქვენი აზრით, რამდენი სახელმწიფო ფლობს ბირთვულ იარაღს? 3.ამჟამად რომელი სახელმწიფო ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და ვინ ეწინააღმდეგება მას? 4.აუცილებელია თუ არა ბირთვული იარაღის წარმოება? 5.აუცილებელია თუ არა ამ იარაღის გამოცდა? 6.იცით თუ არა ვინ გამოსცადა და სად ეს იარაღი? 7.იცით თუ არა რა შედეგები მოჰყვა ამას? 8.როგორ ფიქრობთ, ბირთვული იარაღი არის თუ არა თავდაცვის გარანტია? 9.თანახმა იქნებით, რომ თქვენ ქვეყანაში გამოსცადონ ბირთვული იარაღი? 10.გაქვთ სურვილი საქართველოში? ამის შემდეგ მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად: ერთი ჯგუფი გამოკითხვას 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მეორე – მასწავლებლებს და ექიმებს, მესამე– ჯარში ან რეზერვისტად მყოფ პირებს, დანარჩენი კი ნებისმიერი ასაკისა და სპეციალობის პირებს გამოკითხავს.
ამ გამოკითხვის შემდეგ მოსწავლეები აჯამებენ შედეგებს აგებენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამას. ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი:მეათე კლასი.
5. პროექტის ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას , აღწერენ ბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების გზებს, დადებით და უარყოფით მხარეებს , მოიპოვებს ინფორმაციას ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და ადგენს თუ რამდენად საშიშია ბირთვული იარაღი მსოფლიოს მოსახლეობისათვის. მოსწავლეები ადგენენ კითხვარს, აწარმოებენ გამოკითხვას ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოსავლენად. მიღებულ შედეგებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახით.
7. სარგებელი სხვებისთვის:აუდიტორია ეცნობა ბირთვული იარაღის მიღებისა და გამოყენების გზებს, ბირთვული ენერგიის დადებით და უარყოფით მხარეებს როგორც მშვიდობიანი ისე სამხედრო მიზნებისთვის.
8. სამუშაო ენა:ქართული
9. მონაწილეები სხვა სკოლიდან:0
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას აკეთებენ ანალიზს და წარმოადგენენ სხვადასხვა სახით.
11. პროექტის ფასილიტატორი:მარეხი აბაშიშვილი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:marexiabasha@gmail.com